
ეკლესიასტე 8:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ ისწრაფვი მისგან წასვლას და ბოროტ საქმეს ნუ დაადგები, რადგან რასაც ისურვებს, ყველაფერს გააკეთებს.
ეკლესიასტე 8:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 8:3 კონტექსტში
8:1ბრძენს ვინ შეედრება და ვინ შეიცნობს საგანთა ბუნებას? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათლებს და მისი სახის სიტლანქე იცვლება.
8:2გეუბნები, ასრულებდე მეფის ბრძანებას, თუნდაც ღვთისადმი მიცემული ფიცის გამო.
8:3ნუ ისწრაფვი მისგან წასვლას და ბოროტ საქმეს ნუ დაადგები, რადგან რასაც ისურვებს, ყველაფერს გააკეთებს.
8:4ვინაიდან სიტყვა მეფისა კანონია; ვინ ჰკადრებს მას, რას აკეთებო?
8:5ცნების შემნახველს ავი საქმე არ შეემთხვევა; ჟამსაც და წესსაც ბრძენკაცის გული გრძნობს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 8:3
- ეკლესიასტე 10:4თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება.
- დანიელი 5:19ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო; ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს უშვებდა; ვისაც უნდოდა, აღაზევებდა და ვისაც უნდოდა, ამცირებდა.
- იგავესნი 14:29სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
- დანიელი 4:35დედამიწის ყველა მკვიდრი არაფერია მის თვალში; თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერავინ ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?
- მოციქულთა საქმენი 5:8ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად.
- მოციქულთა საქმენი 5:9უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ.
- იგავესნი 30:31დარახტული ცხენი, ჯიხვი და მეფე თავისი ამალით.
- იერემია 44:16არ ვაპირებთ დავუჯეროთ შენს სიტყვას, რაც უფლის სახელით გვითხარი,
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 8
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში