
ეკლესიასტე 8:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან ყველაფერს ჟამი და წესი აქვს, ადამიანის უბედურება კი ის არის,
ეკლესიასტე 8:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 8:6 კონტექსტში
8:4ვინაიდან სიტყვა მეფისა კანონია; ვინ ჰკადრებს მას, რას აკეთებო?
8:5ცნების შემნახველს ავი საქმე არ შეემთხვევა; ჟამსაც და წესსაც ბრძენკაცის გული გრძნობს.
8:6ვინაიდან ყველაფერს ჟამი და წესი აქვს, ადამიანის უბედურება კი ის არის,
8:7რომ მან არ იცის; რა მოხდება; ან ვინ ეტყვის მას, როგორ მოხდება?
8:8არავის ძალუძს ქარის შეჩერება, ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას, ვერვის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან, ვერ იხსნის სიბოროტე მის პატრონს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 8:6
- ეკლესიასტე 3:1ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
- ეკლესიასტე 3:17მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.
- ლუკას სახარება 19:42და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
- ლუკას სახარება 19:44მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.
- ლუკას სახარება 17:26და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც.
- ლუკას სახარება 17:30ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა.
- ეკლესიასტე 3:11მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.
- ეკლესიასტე 7:13შეხედე ღვთის შექმნილს: ვინ გამართავს მისგან გამრუდებულს?
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 8
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში