
ეკლესიასტე 9:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს ყოველივე გულში ჩავიდევი და გამოვიკვლიე ეს ყველაფერი, რომ მართალნი, ბრძენნი და მათი ნამოქმედარნი ღვთის ხელთაა; არც სიყვარული, არც სიძულვილი არ უწყის კაცმა და არც სხვა რამე, რაც მის წინაა.
ეკლესიასტე 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 9:1 კონტექსტში
9:1ეს ყოველივე გულში ჩავიდევი და გამოვიკვლიე ეს ყველაფერი, რომ მართალნი, ბრძენნი და მათი ნამოქმედარნი ღვთის ხელთაა; არც სიყვარული, არც სიძულვილი არ უწყის კაცმა და არც სხვა რამე, რაც მის წინაა.
9:2ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალს და უკუღმართს, კეთილს და ბოროტს, სუფთას და მირეულს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის არშემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის მოშიშს.
9:3უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 9:1
- მეორე სთვლისაება 33:3უყვარს ხალხები. მათი ყველა წმიდა კაცი შენს ხელშია, ტრიალებენ შენს ფეხებთან, რომ მიიღონ შენ სიტყვები.
- იოანე 10:27ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
- იოანე 10:30მე და მამა ერთი ვართ.
- ეკლესიასტე 8:14არის კიდევ ამაოება, ქვეყნად რომ ხდება: მართლებს ბოროტეულთა საქმეთაებრ მიეგებათ; და არიან ბოროტეულნი, რომელთაც მართალთა საქმეთაებრ მიეგებათ. ვთქვი: ესეც ამაოებაა.
- იობი 12:10ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:5რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
- მეფეთა ა 2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
- ფსალმუნები 73:11და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება უზენაესს?
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 9
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში