
ეკლესიასტე 9:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
ეკლესიასტე 9:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიასტე 9:17 კონტექსტში
9:15აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია.
9:16ვთქვი: სიბრძნე ძალზე უპირატესია, მაგრამ უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს.
9:17ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
9:18ბრძოლის საჭურველს სიბრძნე სჯობია, ერთი ცოდვილი კი ბევრ სიკეთეს დაღუპავს.
პარალელური ადგილები: ეკლესიასტე 9:17
- იაკობის ეპისტოლე 3:17ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
- იაკობის ეპისტოლე 3:18სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.
- იგავესნი 28:23მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ წყალობას ნახავს, ვიდრე ლაქარდიანი ენის პატრონი.
- ესაია 42:2ის არ იყვირებს და არ აუწევს ხმას, არავის გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.
- იაკობის ეპისტოლე 1:20რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
- შესაქმე 41:33ახლა, გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას.
- შესაქმე 41:40შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენს სიტყვას დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.
- მეფეთა ა 7:3ასე უთხრა სამუელმა მთელ ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
განაგრძე კითხვა: ეკლესიასტე 9
სრულად წაიკითხე: ეკლესიასტე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში