გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ეფესელთა მიმართ 5:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

ეფესელთა მიმართ 5:21

ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.

ეფესელთა მიმართ 5:21 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 19 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-18 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ეფესელთა მიმართ 5:21

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “თუ მორჩილებ, რადგან გმართებს, ფულის გამო, ან სირცხვილის გრძნობის გამო, მით უფრო უნდა იყო მორჩილი ღვთის შიშის გამო. დაე, იყოს ურთიერთგაცვლა მონობისა და მორჩილების სანაცვლოდ, მაშინ აღარ იქნება მონობა. ნუ დაიკავებს ერთი თავისუფალის ადგილს, მეორე კი მონისას, არამედ უკეთესია, თუ ბატონები და მსახურები ურთიერთმსახურებენ.”

    მთელი განმარტება

    თუ მორჩილებ, რადგან გმართებს, ფულის გამო, ან სირცხვილის გრძნობის გამო, მით უფრო უნდა იყო მორჩილი ღვთის შიშის გამო. დაე, იყოს ურთიერთგაცვლა მონობისა და მორჩილების სანაცვლოდ, მაშინ აღარ იქნება მონობა. ნუ დაიკავებს ერთი თავისუფალის ადგილს, მეორე კი მონისას, არამედ უკეთესია, თუ ბატონები და მსახურები ურთიერთმსახურებენ.

    მონად ყოფნა ხომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვაგვარად თავისუფლად ყოფნა. აი, ამის დასტურიც: წარმოიდგინე, რომ ვინმეს ჰყავს ასი მსახური და არც ერთი მათგანი არ ემსახურება მას. მეორე მხრივ, ჰყავდეს ასი მეგობარი, რომლებიც ურთიერთმსახურებენ. რომელი მათგანი იცხოვრებს უკეთესად, ვის ექნება მეტი სიხარული და მხიარულება? იქ ხომ არ არის არც რისხვა, არც წყენა, არც გაღიზიანება, არც მსგავსი არაფერი, აქ კი, შიში და მონობა. აქ ყველაფერი აუცილებლობითაა, იქ კი, თავისუფალი არჩევანით. აქ მსახურობენ იძულებით, იქ კი, ერთმანეთის სიყვარულით.

    ასე ინება ღმერთმაც, ამიტომაც დაბანა მოწაფეებს ფეხები. უფრო მეტიც, ბატონებიც, თუ კარგად დავუკვირდებით, ვალდებულნი არიან, ურთიერთმსახურებით გადაუხადონ ერთმანეთს. რა მოხდებოდა, სიამაყეს რომ არ დაეშვა ურთიერთგაცვლა? როდესაც ვინმე ხორციელ მსახურებას ასრულებს, შენ მის სხეულს კვებავ, ზრუნავ საკვებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და ეს მსახურების ერთ-ერთი სახეობაა. თუ შენ არ ასრულებ შენს მსახურებას, ისიც არ შეასრულებს თავისას. ვერანაირი კანონი ვერ აიძულებს მას მსახურებას, თუ შენ არ კვებავ მას. თუ ასე ხდება მონებთან მიმართებაში, რა არის იმაში უადგილო, თუ ასევე მოხდება თავისუფლებთან მიმართებაში?

    “ქრისტეს შიშით, ამბობს პავლე მოციქული, დაემორჩილეთ ერთმანეთს” (ეფეს. 5:21). მაშ, რა წყალობაა, როდესაც (მსახურებისთვის) საზღაურიც გვაქვს? მაგრამ მას არ სურს შენი მორჩილება? შენ დაემორჩილე მას და არა უბრალოდ დაემორჩილე, არამედ დაემონე. ემსახურე ყველას, როგორც ბატონებს და მალე გეყოლება ისინი მსახურებად, დამონებულნი ძალაუფლებით, უმკაცრესი ტირანის ძალაუფლებაზე უფრო ძლიერით. უფრო მეტს შეიძენ მათ, თუ მათგან არაფერს მიიღებ და სანაცვლოდ შენსას გასცემ.

    “დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით”, ნიშნავს. Ჩვენ ვაკონტროლებდეთ ყველა ვნებას, ვემსახუროთ ღმერთს, ვზრდიდეთ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და მაშინ შევძლებთ, ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ. Ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და მოწყალებით, რომელთანაც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად დიდება, ძალა და პატივია, ახლა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ეფესელთა მიმართ 5:21 კონტექსტში

5:19ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.

5:20მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

5:21ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.

5:22ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

5:23რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 5:21

განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 5

სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში