გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ესთერი 1:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესთერი 1:19

თუ მეფე ინებებს, გაიცეს მისგან სამეფო ბრძანება, ჩაიწეროს სპარსელთა და მიდიელთა რჯულში უცვალებელად, რომ აღარ შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე. ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას მისცეს, მასზე უკეთესს.

ესთერი 1:19 · საქართველოს საპატრიარქო

ესთერი 1:19 კონტექსტში

1:17რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი ქალებს და ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს, იტყვიან: ვაშთი დედოფლის მიყვანა ბრძანა მეფე ახაშვეროშმა თავის წინაშე, მაგრამ არ მივიდაო იგი.

1:18ამიერიდან სპარსელ და მიდიელ მთავართა ცოლები, რომლებიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, შეეპასუხებიან მეფის მთავრებს. ბევრი დამცირება და წყენა შეგხვდება.

1:19თუ მეფე ინებებს, გაიცეს მისგან სამეფო ბრძანება, ჩაიწეროს სპარსელთა და მიდიელთა რჯულში უცვალებელად, რომ აღარ შევიდეს ვაშთი მეფე ახაშვეროშის წინაშე. ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას მისცეს, მასზე უკეთესს.

1:20მოივლის მეფის ბრძანება მთელ მის სამეფოს, თუმცა ვრცელია იგი, და ყველა ცოლი, აზნაური თუ მდაბიო, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს.

1:21მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს. მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე.

პარალელური ადგილები: ესთერი 1:19

განაგრძე კითხვა: ესთერი 1

სრულად წაიკითხე: ესთერი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში