
ესთერი 10:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაადო ხარკი მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.
ესთერი 10:1 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 10:1 კონტექსტში
10:1დაადო ხარკი მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.
10:2მისი სიქველისა და გმირობის საქმე, მარდოქაის დიდების ამბავი, როგორ განადიდა იგი მეფემ, მიდიელ და სპარსელ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
10:3რადგან იუდაელი მარდოქაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, იუდაელთა შორის განდიდებული და დაფასებული თავის მრავალრიცხოვან მოძმეთა შორის, სიკეთის მაძიებელი თავის ერისათვის და სიტყვის შემწევი მთელი თავისი მოდგმის სამშვიდობოდ.
პარალელური ადგილები: ესთერი 10:1
- ესაია 24:15ამიტომ ადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღვთის სახელი - ზღვისპირეთში.
- ფსალმუნები 72:10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
- ესაია 11:11იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.
- ესთერი 1:1ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა, რომელიც მეფობდა ას ოცდაშვიდ მხარეზე ინდოეთიდან მოყოლებული ვიდრე ქუშამდე.
- შესაქმე 10:5ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.
- დანიელი 11:18პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს. მაგრამ ვინმე მთავარი შეაწყვეტინებს თავის დაცინვას და სამაგიერო სირცხვილს აჭმევს.
- ესთერი 8:9მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს სივანის თვის ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მარდოქაიმ იუდაელებს, მეფისნაცვლებს, მხარეთა განმგებლებსა და მთავრებს - ინდოეთიდან ქუშამდე, ასოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე.
- ლუკას სახარება 2:1ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელ ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: ესთერი 10
სრულად წაიკითხე: ესთერი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში