
ესთერი 4:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესთერი 4:12 კონტექსტში
4:10უთხრა ესთერმა ჰათაქს და დააბარა მარდოქაისთან:
4:11მეფის ყველა მორჩილმა და მეფის სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი სასჯელი ელის - სიკვდილი. მხოლოდ ის გადარჩება, ვისკენაც თავის ოქროს კვერთხს გაიშვერს მეფე. მე კი ოცდაათი დღეა, რაც მეფეს არ დავუძახივარ.
4:12მიუტანეს მარდოქაის ესთერის სიტყვები.
4:13უთხრა პასუხად მარდოქაიმ ესთერს: ნუ ფიქრობ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები მეფის სახლში იუდაელთაგან.
4:14რადგან თუ ახლა დაიდუმებ, სხვა მხრიდან მოვა იუდაელთა შვება და ხსნა, შენი მამისსახლი კი დაიღუპება. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?
განაგრძე კითხვა: ესთერი 4
სრულად წაიკითხე: ესთერი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში