
ესთერი 5:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაიშვირა მეფემ მისკენ ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა. მიუახლოვდა ესთერი და შეეხო კვერთხის წვერს.
ესთერი 5:2 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 5:2 კონტექსტში
5:1მესამე დღეს დედოფლურად შეიმოსა ესთერი და მეფის სახლის შიდა ეზოში გაჩერდა, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.
5:2როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაიშვირა მეფემ მისკენ ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა. მიუახლოვდა ესთერი და შეეხო კვერთხის წვერს.
5:3უთხრა მეფემ: რა იყო, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა.
5:4თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი დღეს ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას.
პარალელური ადგილები: ესთერი 5:2
- ესთერი 8:4გაიშვირა მეფემ კვერთხი ესთერისკენ და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.
- ესთერი 4:11მეფის ყველა მორჩილმა და მეფის სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი სასჯელი ელის - სიკვდილი. მხოლოდ ის გადარჩება, ვისკენაც თავის ოქროს კვერთხს გაიშვერს მეფე. მე კი ოცდაათი დღეა, რაც მეფეს არ დავუძახივარ.
- იგავესნი 21:1მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს.
- ესთერი 2:9მოეწონა მას ყმაწვილი ქალი, რომელმაც მადლი პოვა მის თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის ფერუმარილი და კუთვნილი წილი, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და მხევლებთან ერთად სადიაცო სახლის უკეთეს სადგომში გადაიყვანა.
- მოციქულთა საქმენი 10:4ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად.
- მოციქულთა საქმენი 7:10განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.
- შესაქმე 32:28უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
- ფსალმუნები 116:1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
განაგრძე კითხვა: ესთერი 5
სრულად წაიკითხე: ესთერი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში