
ესთერი 8:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვიდა მარდოქაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა შუშან-ქალაქი.
ესთერი 8:15 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 8:15 კონტექსტში
8:13წერილის პირი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში, ხალხისთვის გამოსაცხადებლად, რომ მზად ყოფილიყვნენ იუდაელები ამ დღისთვის მტერზე შურის საძიებლად.
8:14სახელმწიფო რაშებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სწრაფად მიმოატარეს მეფის ბრძანება. კანონი კი შუშანში, სატახტოში, გამოცხადდა.
8:15გამოვიდა მარდოქაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა შუშან-ქალაქი.
8:16იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და ლხენა.
8:17ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და კანონი, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ლხინი და საზეიმო დღე. ქვეყნის ბევრი ხალხი გაიუდაელდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი.
პარალელური ადგილები: ესთერი 8:15
- შესაქმე 41:42წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე.
- ესთერი 3:15სასწრაფოდ წაიღეს შიკრიკებმა მეფის ბრძანება. გამოცხადდა თუ არა კანონი შუშანში, სატახტო ქალაქში, დასხდნენ პურობად მეფე და ჰამანი. შუშან-ქალაქი კი ტიროდა.
- ესთერი 6:8მიართვან სამეფო შესამოსელი, რაც ემოსა მეფეს და ცხენი, რომელზეც იჯდა მეფე, როცა სამეფო გვირგვინი დაადგეს თავზე.
- იგავესნი 29:2მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, ხოლო ბოროტეულის ბატონობისას გმინავს ხალხი.
- ლუკას სახარება 16:19იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.
- ესთერი 1:6მრავალფერი ქსოვილები ეკიდა ბისონისა და ძოწის ძაფებით ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე. ოქროსა და ვერცხლის საწოლები იდგა ალებასტრით, მარმარილოთი, სადაფითა და შავი მარმარილოთი მოფენილ იატაკზე.
- მათეს სახარება 11:8რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან.
- მათეს სახარება 6:29მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თითოეული მათგანი.
განაგრძე კითხვა: ესთერი 8
სრულად წაიკითხე: ესთერი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში