
ესთერი 9:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟიშვილი გაწყვიტეს და მოსპეს იუდაელებმა შუშანში, სატახტო ქალაქში. მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ? რა სათხოვარი გაქვს? მოგეცემა. კიდევ რა სახვეწარი გაქვს? აგისრულდება.
ესთერი 9:12 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 9:12 კონტექსტში
9:10დახოცეს ჰამან ჰამადათას ძის, იუდაელთა მტრის, ათი ვაჟი, მაგრამ გასაძარცვავად ხელი არ აღუმართავთ.
9:11იმავე დღეს მიუვიდა შუშანში, სატახტოში, მეფეს დახოცილთა სია.
9:12უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟიშვილი გაწყვიტეს და მოსპეს იუდაელებმა შუშანში, სატახტო ქალაქში. მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ? რა სათხოვარი გაქვს? მოგეცემა. კიდევ რა სახვეწარი გაქვს? აგისრულდება.
9:13თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, ხვალაც დაანებონ შუშანელ იუდაელებს იმის გაკეთება, რაც დღეს გააკეთეს - ხეზე ჩამოჰკიდონ ჰამანის ვაჟები.
9:14თქვა მეფემ: იყოს ასე. გამოცხადდა განკარგულება შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.
პარალელური ადგილები: ესთერი 9:12
- ესთერი 5:6უთხრა მეფემ ესთერს ღვინის სმის დროს: რა სათხოვარი გინდა რაამ აგისრულდეს? რას მეხვეწები? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.
- ესთერი 7:2უთხრა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინის სმის დროს: რა გაქვს სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცმა. რა გაქვს სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.
განაგრძე კითხვა: ესთერი 9
სრულად წაიკითხე: ესთერი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში