გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

გამოსვლა 1:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

გამოსვლა 1:13

უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები.

გამოსვლა 1:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (მწუხრი).

გამოსვლა 1:13 კონტექსტში

1:11დაუნიშნეს მას ბეგრის უფროსები, რომ მძიმე შრომით დაეჩაგრათ იგი. აუშენა მან ფარაონს მარაგისათვის ქალაქები - ფითომი და რამსესი.

1:12მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე.

1:13უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები.

1:14სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უწყალოდ ამუშავებდნენ.

1:15უთხრა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს სახელად ერქვა შიფრა, მეორეს - ფუაყი.

პარალელური ადგილები: გამოსვლა 1:13

განაგრძე კითხვა: გამოსვლა 1

სრულად წაიკითხე: გამოსვლა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში