
გამოსვლა 1:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა.
გამოსვლა 1:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (მწუხრი).
გამოსვლა 1:7 კონტექსტში
1:5სულ სამოცდაათი სული იყო იაკობის საზარდულიდან გამოსული. ხოლო იოსები ეგვიპტეში იყო.
1:6აღესრულა იოსები, მისი ყველა ძმა და მთელი ის თაობა.
1:7ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა.
1:8დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელსაც არ გაეგონა იოსები.
1:9უთხრა თავის ხალხს: ხედავთ, ჩვენზე მრავალრიცხოვანია და ძლიერი ისრაელიანთა ხალხი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 1:7
- შესაქმე 46:3უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
- შესაქმე 1:28აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
- მეორე სთვლისაება 26:5ილაპარაკე და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა, ჩავიდა ეგვიპტეში და მდგმურობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხითურთ და წარმოიშვა მისგან დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოეანი ერი.
- შესაქმე 12:2გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
- შესაქმე 35:11უთხრა ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.
- შესაქმე 47:27დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ.
- შესაქმე 9:1აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.
- შესაქმე 48:4მითხრა: აჰა, მოგაშენებ და გაგამრავლებ, ხალხების კრებულად გადაგაქცევ. შენი მომავალი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა სამარადისო სამფლობელოდ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 1
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში