გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

გამოსვლა 12:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

გამოსვლა 12:25

როდესაც მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი მოგცემთ თავისი სიტყვისამებრ, იქაც დაიცავით ეს მსახურება.

გამოსვლა 12:25 · საქართველოს საპატრიარქო

გამოსვლა 12:25 კონტექსტში

12:23ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად.

12:24წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ.

12:25როდესაც მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი მოგცემთ თავისი სიტყვისამებრ, იქაც დაიცავით ეს მსახურება.

12:26თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,

12:27ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.

პარალელური ადგილები: გამოსვლა 12:25

განაგრძე კითხვა: გამოსვლა 12

სრულად წაიკითხე: გამოსვლა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში