
გამოსვლა 12:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დააცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისაგან ხმიადის კოკრები; ვერ მოასწრო ცომმა აფუება, რადგან არ დააყენეს ისინი და გამოყარეს ეგვიპტიდან, ისე რომ საგზალიც არ გაუმზადებიათ.
გამოსვლა 12:39 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 12:39 კონტექსტში
12:37დაიძრნენ ისრაელიანები რამსესიდან სუქოთისკენ - ბავშვებს გარდა ექვსასი ათასამდე ქვეითი კაცი.
12:38თან გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი, ცხვარ-ძროხა, ურიცხვი საქონელი.
12:39დააცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისაგან ხმიადის კოკრები; ვერ მოასწრო ცომმა აფუება, რადგან არ დააყენეს ისინი და გამოყარეს ეგვიპტიდან, ისე რომ საგზალიც არ გაუმზადებიათ.
12:40ოთხას ოცდაათი წელი ცხოვრობდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში.
12:41გასრულდა ოთხას ოცდაათი წელი და სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 12:39
- გამოსვლა 11:1უთხრა უფალმა მოსეს: კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით აქედან.
- გამოსვლა 6:1უთხრა უფალმა მოსეს: ახლა დაინახავ, რას დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გაყაროს მისი ქვეყნიდან.
- გამოსვლა 12:31იხმო ფარაონმა მოსე და აარონი ღამითვე და უთხრა: ადექით და გაეცალეთ ჩემს ხალხს შენც და ისრაელიანებიც. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
- გამოსვლა 12:33აიძულეს ეგვიპტელებმა ხალხი, სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ფიქრობდნენ, ამოვწყდებითო ყველანი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 12
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში