
გამოსვლა 12:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთ ჭერქვეშ უნდა შეიჭამოს; ხორცი სახლიდან გარეთ არ უნდა გაიტანოთ, არც ძვლები არ უნდა დაამტვრიოთ.
გამოსვლა 12:46 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 12:46 კონტექსტში
12:44ვერცხლით ნაყიდმა ყოველმა ყმამ, თუ წინდაცვეთილია, ჭამოს.
12:45ხიზანმა და ქირისკაცმა არ უნდა ჭამოს.
12:46ერთ ჭერქვეშ უნდა შეიჭამოს; ხორცი სახლიდან გარეთ არ უნდა გაიტანოთ, არც ძვლები არ უნდა დაამტვრიოთ.
12:47ისრაელის მთელმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ეს.
12:48თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და დააპირა საუფლო პასექის გამზადება, წინდააცვეთინე მის ყოველ მამაკაცს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოს წესი და ქვეყნის მკვიდრად შეირაცხება იგი. წინადაუცვეთელმა არ უნდა ჭამოს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 12:46
- რიცხვთა 9:12ნუ მოირჩენენ დილისათვის, ძვლებს ნუ დაამტვრევენ, პასექის ყველა წესის დაცვით შეასრულონ იგი.
- იოანე 19:36ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ შეიმუსრება.
- იოანე 19:33ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები.
- ეფესელთა მიმართ 2:19ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;
- ეფესელთა მიმართ 2:22და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
- კორინთელთა მიმართ ა 12:12ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
- ფსალმუნები 34:20ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 12
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში