
გამოსვლა 17:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა.
გამოსვლა 17:1 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 17:1 კონტექსტში
17:1დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა.
17:2შესჩიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა: მოგვეცით სასმელი წყალი! უთხრა მათ მოსემ: რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს?
17:3ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?
პარალელური ადგილები: გამოსვლა 17:1
- გამოსვლა 16:1დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს.
- გამოსვლა 19:2დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი.
- გამოსვლა 17:8მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
- რიცხვთა 33:12გაემგზავრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ.
- რიცხვთა 33:14გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისთვის.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 17
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში