
გამოსვლა 19:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა.
გამოსვლა 19:7 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 19:7 კონტექსტში
19:5ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
19:6მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.
19:7მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა.
19:8ერთხმად მიუგო ერმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა. წაუღო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
19:9უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 19:7
- გამოსვლა 4:29წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელიანთა უხუცესები.
- გამოსვლა 4:30თქვა აარონმა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა უთხრა მოსეს. და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
- კორინთელთა მიმართ ა 15:1თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ.
- გამოსვლა 3:16წადი, შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, გამომეცხადა, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი და იაკობის ღმერთი, და მითხრა: მოგხედავთ თქვენ და თქვენს გასაჭირს ეგვიპტეში.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 19
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში