
გამოსვლა 20:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოსვლა 20:13 კონტექსტში
პარალელური ადგილები: გამოსვლა 20:13
- რომაელთა მიმართ 13:9ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
- მეორე სთვლისაება 5:17კაცი არ მოკლა,
- შესაქმე 9:5მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, ყოველ მხეცს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
- შესაქმე 9:6ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
- მათეს სახარება 5:21თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს.
- მათეს სახარება 5:22მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.
- გამოსვლა 21:14თუ კაცს თვისტომის ჯავრი სჭირდა და მზაკვრულად მოკლა იგი, ჩემი სამსხვერპლოდან წაიყვანე მოსაკლავად.
- ლევიანი 24:21პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი; ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 20
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში