
გამოსვლა 20:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.
გამოსვლა 20:16 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 20:16 კონტექსტში
20:16არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.
20:17არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.
20:18ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 20:16
- იგავესნი 19:5ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყუილის მთქმელი თავს ვერ იხსნის.
- მათეს სახარება 19:18უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;
- ფსალმუნები 15:3ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
- მათეს სახარება 26:59ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,
- მათეს სახარება 26:60მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე,
- მეორე სთვლისაება 19:15ვერ გამოვა ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში, შეცოდებაში თუ ცოდვაში, რითაც შეიძლება სცოდოს კაცმა. მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე.
- მეორე სთვლისაება 19:21ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
- გამოსვლა 23:1ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 20
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში