
გამოსვლა 20:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოსვლა 20:3 კონტექსტში
20:1თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
20:2მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
20:3არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.
20:4არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
20:5არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 20:3
- მეორე სთვლისაება 5:7ნუ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემ წინაშე.
- მათეს სახარება 4:10მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
- ფსალმუნები 81:9არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.
- ესაია 46:9გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.
- მეორე სთვლისაება 6:5გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.
- მეორე სთვლისაება 6:14ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
- იერემია 25:6ნუ მისდევთ უცხო ღმერთებს სამსახურებლად და თაყვანისსაცემად, ნუ გამაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით და მეც არაფერს დაგიშავებთო,
- იესო ნავეს ძე 24:18განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ჩვენი ღმერთია ის.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 20
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში