
გამოსვლა 21:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ.
გამოსვლა 21:23 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 21:23 კონტექსტში
21:21ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი.
21:22თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ.
21:23თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ.
21:24თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.
21:25დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 21:23
- მეორე სთვლისაება 19:21ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
- რიცხვთა 35:31ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
- ლევიანი 24:19ვინც რამე ზიანს მიაყენებს თავის თვისტომს, მასაც ისევე უნდა მოექცნენ, როგორც თავად მოიქცა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 21
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში