
გამოსვლა 23:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს.
გამოსვლა 23:2 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 23:2 კონტექსტში
23:1ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.
23:2უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს.
23:3შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში.
23:4თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები სადმე, დაუბრუნე პატრონს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 23:2
- იგავესნი 1:10შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათს ნებას.
- იგავესნი 1:11თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
- იგავესნი 1:15შვილო, ნუ წახვალ მათს გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,
- ლუკას სახარება 23:23მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ.
- ლუკას სახარება 23:24და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ.
- მათეს სახარება 27:24და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ.
- მათეს სახარება 27:26მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.
- იობი 31:34რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 23
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში