
გამოსვლა 24:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავიდა მოსე მთაზე და დაფარა ღრუბელმა მთა.
გამოსვლა 24:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-7 კვირის პარასკევი (მწუხრი).
გამოსვლა 24:15 კონტექსტში
24:13ადგა მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.
24:14ხოლო უხუცესებს უთხრა: აქ იყავით, ვიდრე თქვენთან მოვბრუნდებით; აჰა, თქვენთან იქნებიან აარონი და ხური. თუ ვისმე რამე საქმე გაუჩნდა, მათ მიაკითხოს.
24:15ავიდა მოსე მთაზე და დაფარა ღრუბელმა მთა.
24:16მოეფინა უფლის დიდება სინაის მთას. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა უფალმა ღრუბლიდან.
24:17გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით ისრაელიანთა თვალწინ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 24:15
- გამოსვლა 19:9უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
- მათეს სახარება 17:5სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.
- გამოსვლა 19:16მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
- ნეშტთა შორისა ბ 6:1მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 24
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში