
გამოსვლა 26:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააკეთე ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და შეჰკარი კაუჭებით ნაჭრები, რომ სავანე მთლიანი გამოვიდეს.
გამოსვლა 26:6 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 26:6 კონტექსტში
26:4ლურჯი კილოები გაუკეთე ერთ ნაჭერს კიდეზე, ბოლოში, გადანაკერთან; ასევე გაუკეთე უკანასკნელი ნაჭრის კიდეს მეორე გადანაკერთან.
26:5ორმოცდაათი კილო გაუკეთე ერთ ნაჭერს; ორმოცდაათი კილო გაუკეთე ნაჭერს ბოლოში, მეორე გადანაკერთან. კილოები უნდა მიესადაგონ ერთმანეთს.
26:6გააკეთე ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და შეჰკარი კაუჭებით ნაჭრები, რომ სავანე მთლიანი გამოვიდეს.
26:7დაამზადე თხისურის ნაჭრები სავანის გადასახურავად. თხუთმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადე.
26:8ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა, სიგანე - ოთხი წყრთა; თერთმეტივე ნაჭერი ერთი ზომისა უნდა იყოს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 26:6
- გამოსვლა 26:33ჩამოჰკიდე კრეტსაბმელი კაუჭებზე და შეიტანე მოწმობის კიდობანი კრეტსაბმელის უკან; კრეტსაბმელი გაგიმიჯნავთ წმიდა ადგილს წმიდათა წმიდასაგან.
- გამოსვლა 36:18გააკეთა ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი გადასაფარებლის გადასაბმელად, რომ ერთი მთლიანი გამოსულიყო.
- გამოსვლა 26:11გააკეთე ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი და გაუყარე კილოებს კაუჭები. შეკარი გადასახურავი, რომ ერთიანი იყოს.
- გამოსვლა 36:13გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და გადააბა ერთმანეთს ნაჭრები კაუჭებით, ისე რომ ერთი მთლიანი კარავი გამოვიდა.
- გამოსვლა 39:33მიუტანეს სავანე მოსეს, გადასახურავი და მთელი მისი მოწყობილობა, კაუჭები, ძელები, ლარტყები, სვეტები, ფეხები.
- ეფესელთა მიმართ 1:22ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,
- ეფესელთა მიმართ 1:23რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
- გამოსვლა 35:11სავანე და მისი კარავი გადასახურავითურთ, მისი კაუჭები და კოჭები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები,
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 26
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში