
გამოსვლა 27:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ, ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო სპილენძის უნდა იყოს.
გამოსვლა 27:19 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 27:19 კონტექსტში
27:17ეზოს ყველა სვეტს ირგვლივ ვერცხლის სამაგრები უნდა ჰქონდეს; კავები - ვერცხლის, ხოლო კვარცხლბეკები - სპილენძის.
27:18ეზოს სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები გრეხილი სელისა, კვარცხლბეკები სპილენძისა.
27:19სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ, ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო სპილენძის უნდა იყოს.
27:20უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
27:21სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 27:19
- ეზრა 9:8ახლა მაინც მოგვხედა სიბრალულით უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ჩვენი ნატამალი და დავემაგრებინეთ მისი სიწმიდის ადგილას, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.
- გამოსვლა 39:40ეზოს ფარდები, მისი სვეტები მათი ფეხებით, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, მისი ბაგირები, პალოები და ყოველი ჭურჭელი სადღესასწაულო კარვისთვის,
- ეკლესიასტე 12:11ბრძენთა სიტყვები წვერგამახული სოლებია, ჩაჭედილი ლურსმნებია. იგავთა კრებული ერთი მწყემსისგან შთაგონებული.
- გამოსვლა 38:31ფეხები ეზოს ირგვლივ სვეტებისთვის და ეზოს კარის ფეხები, სავანის ყველა პალო და ეზოს ირგვლივ ყველა პალო.
- გამოსვლა 35:18სავანის პალოები, ეზოს პალოები მათი ბაგირებითურთ,
- რიცხვთა 3:37ეზოს სვეტები ირგვლივ მათი ფეხებითურთ, პალოები და ბაგირები.
- ზაქარია 10:4მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად.
- გამოსვლა 27:3გაუკეთე ქვაბები ნაცრისთვის, ნიჩბები, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა იარაღი სპილენძისგან გააკეთე.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 27
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში