
გამოსვლა 28:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
გამოსვლა 28:33 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 28:33 კონტექსტში
28:31გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.
28:32შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილის პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს.
28:33ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
28:34ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ.
28:35ჰქონდეს ეს აარონს ღვთისმსახურების დროს; ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 28:33
- ზაქარია 14:20იმ დღეს იქნება წარწერილი ცხენთა ზანზალაკებზე: სიწმიდე უფალს; და ქვაბები უფლის სახლში ისევე შეირაცხება, როგორც სასხურებელი თასები სამსხვერპლოს წინაშე.
- გამოსვლა 39:24ამოქარგა მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი გრეხილი ძაფებით.
- გამოსვლა 39:26ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 28
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში