
გამოსვლა 28:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი სარტყელი იმგვარადვე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან გაკეთებული.
გამოსვლა 28:8 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 28:8 კონტექსტში
28:6გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად.
28:7ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში კიდეზე და იკვრებოდეს.
28:8მისი სარტყელი იმგვარადვე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან გაკეთებული.
28:9აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე.
28:10ექვსი ამ სახელთაგან ერთ თვალზე, დანარჩენი ექვსი სახელი მეორე თვალზე, მათი წარმოშობის მიხედვით.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 28:8
- ლევიანი 8:7კვართი ჩააცვა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი მოასხა, ეფოდი ჩამოაცვა, შემოარტყა ეფოდის სარტყელი და დაუმაგრა ეფოდი.
- გამოსვლა 28:27გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეფოდის ორსავე სამხრეს ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
- გამოსვლა 28:28გადააბან სამკერდულის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ არ ასცდეს სამკერდული ეფოდს და დამაგრდეს ეფოდის სარტყელს ზემოთ.
- გამოსვლა 29:5აიღე შესამოსელი და შემოსე აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი.
- გამოცხადება 1:13ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი;
- ესაია 11:5სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:13მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
- გამოსვლა 39:20გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ეფოდის ორ სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 28
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში