
გამოსვლა 29:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოიყვანე მეორე ჭედილა და თავზე დაადონ ხელი ჭედილას აარონმა და მისმა შვილებმა.
გამოსვლა 29:19 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 29:19 კონტექსტში
29:17ნაწილებად დასჭერი ჭედილა, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დააწყვე ისინი ამ ნაწილებზე და თავზე.
29:18დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.
29:19მოიყვანე მეორე ჭედილა და თავზე დაადონ ხელი ჭედილას აარონმა და მისმა შვილებმა.
29:20დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, და ირგვლივ მოასხურე სისხლი სამსხვერპლოს.
29:21აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და ასხურე აარონს, მის შესამოსელს, მის შვილებს და მათ შესამოსელს. გაინათლება იგი და მისი შესამოსელი, და მასთან ერთად მისი შვილები და მათი შესამოსელი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 29:19
- გამოსვლა 29:3ჩააწყვე ერთ კალათაში და მოიტანე კალათით, კურატი და ორი ჭედილაც მოიყვანე.
- ლევიანი 8:22მოიყვანა მოსემ მეორე ვერძი, მღვდლად კურთხევის ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.
- ლევიანი 8:29აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 29
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში