
გამოსვლა 3:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელცარიელი არ წახვალთ.
გამოსვლა 3:21 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 3:21 კონტექსტში
3:19ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ მაგარმა ხელმა არ აიძულა.
3:20მოვიღერებ ხელს და დავსჯი ეგვიპტეს მთელი ჩემი სასწაულებით, რომლებსაც მოვახდენ მის შუაგულში. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
3:21მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელცარიელი არ წახვალთ.
3:22ინათხოვრებს თქვენი დედაკაცი თავის მეზობლისგან და თავისი მდგმურისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელს, სამოსელს და აჰკიდებთ თქვენს ვაჟებსა და ასულებს. ასე გაეცლებით ეგვიპტეს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 3:21
- გამოსვლა 12:36მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე.
- ფსალმუნები 105:37და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.
- გამოსვლა 11:3მადლი აპოვნინა უფალმა ერს ეგვიპტელთა თვალში; მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხილი ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მორჩილთა და ხალხის თვალში.
- იგავესნი 16:7თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან.
- ფსალმუნები 106:46აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
- შესაქმე 39:21უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
- მოციქულთა საქმენი 7:10განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.
- ნეემია 1:11გევედრები უფალო, დაე, შენი ყური სმენად იყოს შენი მორჩილის ლოცვისა და იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ. ახლა კი ხელი მოუმართე შენს მორჩილს და ამ კაცის წინაშე წყალობა აპოვნინე. მე მეფის ღვინისმწდე ვიყავი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 3
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში