
გამოსვლა 32:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.
გამოსვლა 32:14 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 32:14 კონტექსტში
32:12რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.
32:13გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო.
32:14გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.
32:15პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო.
32:16ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 32:14
- იონა 3:10შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.
- იერემია 26:13ამიერიდან გამოისწორეთ ზნე და საქციელი და გაიგონეთ უფლის, თქვენ ღვთის ხმა. უფალიც თავს შეიკავებს ბოროტისგან, რასაც გიპირებთ.
- ფსალმუნები 106:45გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
- იერემია 18:8მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი.
- ნეშტთა შორისა ა 21:15იერუსალიმში ანგელოზი გაგზავნა მის გასანადგურებლად. როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, უთხრა შემმუსრველ ანგელოზს: კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი! უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა.
- მეფეთა ბ 24:16გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის შესამუსვრელად, მაგრამ უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის შემმუსვრელ ანგელოზს: კმარა! ახლა უკან წაიღე ხელი. ორნა იებუსეველის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
- იერემია 26:19განა მოუკლავთ იგი იუდას მეფეს ხიზკიას და მთელ იუდას? ხომ შეეშინდათ უფლისა და დაუწყეს ვედრება უფალს, და უფალმაც ხომ თავი შეიკავა ბოროტისგან, რასაც უპირებდა მათ. ჩვენ კი დიდ ბოროტებას ჩავდივართ ჩვენივე თავისთვის.
- იოელი 2:13გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 32
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში