
გამოსვლა 33:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები, ხორების მთიდან.
გამოსვლა 33:6 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 33:6 კონტექსტში
33:4მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის გაუკეთებია სამკაული.
33:5უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: თვითრჯული ხალხი ხართ თქვენ: ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენ შორის, მოგსპობთ. მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.
33:6მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები, ხორების მთიდან.
33:7აიღო მოსემ კარავი და დაიდგა ბანაკს გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა სადღესასწაულო კარავი. ყველა, ვისაც კი რამე სათხოვარი ჰქონდა უფალთან, მიდიოდა, სადღესასწაულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იდგა.
33:8როგორც კი წავიდოდა კარვისკენ მოსე, ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავისი კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა ყველა; შეჰყურებდნენ, მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა იგი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 33:6
- გამოსვლა 33:4მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის გაუკეთებია სამკაული.
- გამოსვლა 32:3დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა აარონს.
- იერემია 2:19ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 33
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში