
გამოსვლა 34:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წელიწადში სამგზის უნდა ეჩვენოს ყოველი შენი მამროვანი მეუფეს, უფალს, ისრაელის ღმერთს.
გამოსვლა 34:23 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 34:23 კონტექსტში
34:21ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღეს დაისვენე; ხვნისას და მკისას შეისვენე.
34:22შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე.
34:23წელიწადში სამგზის უნდა ეჩვენოს ყოველი შენი მამროვანი მეუფეს, უფალს, ისრაელის ღმერთს.
34:24როცა ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს, აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს.
34:25ნუ დაღვრი საფუარზე ჩემი მსხვერპლის სისხლს; დილისთვის ნუ მოიტოვებ საპასექო მსხვერპლს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 34:23
- გამოსვლა 23:14სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში.
- მეორე სთვლისაება 16:16წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე, იმ ადგილას, რომელსაც არჩევს იგი. ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე.
- გამოსვლა 23:17წელიწადში სამჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი.
- შესაქმე 32:28უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
- ფსალმუნები 84:7ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
- შესაქმე 33:20აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი ისრაელისა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 34
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში