
გამოსვლა 37:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გააკეთა სასანთლე ხალასი ოქროსგან, ნაჭედი იყო სასანთლე; მისი ღერო, რტო, ჯამები, კოკრები და ყვავილები ერთიანი იყო.
გამოსვლა 37:17 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 37:17 კონტექსტში
37:15გააკეთა ურთხელის კეტები, ოქროთი მოჭედილი, ტაბლის სატარებლად.
37:16გააკეთა ტაბლის ჭურჭელი: თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი საწდეები ხალასი ოქროსგან.
37:17გააკეთა სასანთლე ხალასი ოქროსგან, ნაჭედი იყო სასანთლე; მისი ღერო, რტო, ჯამები, კოკრები და ყვავილები ერთიანი იყო.
37:18ექვსი რტო გამოდიოდა მისი გვერდებიდან: სასანთლის სამი ღერო ერთი გვერდიდან, სასანთლის სამი ღერო მეორე გვერდიდან.
37:19ნუშისებრი სამი ჯამი ერთ რტოზე, კოკორი და ყვავილი; ნუშისებრი სამი ჯამი მეორე რტოზე, კოკორი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 37:17
- გამოსვლა 25:31გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.
- გამოსვლა 25:39ერთი ქანქარი ხალასი ოქროსაგან გააკეთონ იგი მთელი ამ მოწყობილობითურთ.
- ებრაელთა მიმართ 9:2რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“.
- ლევიანი 24:4სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე.
- ზაქარია 4:11მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?
- ნეშტთა შორისა ა 28:15წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრის წონასთან ერთად; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონასთან ერთად, როგორც თითოეული სასანთლის სამსახურის წესია.
- გამოცხადება 1:12მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი,
- გამოცხადება 2:5მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 37
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში