
გამოსვლა 37:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი ჯამი, კოკრები და ყვავილები.
გამოსვლა 37:20 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 37:20 კონტექსტში
37:18ექვსი რტო გამოდიოდა მისი გვერდებიდან: სასანთლის სამი ღერო ერთი გვერდიდან, სასანთლის სამი ღერო მეორე გვერდიდან.
37:19ნუშისებრი სამი ჯამი ერთ რტოზე, კოკორი და ყვავილი; ნუშისებრი სამი ჯამი მეორე რტოზე, კოკორი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.
37:20სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი ჯამი, კოკრები და ყვავილები.
37:21ერთი კოკორი ორ რტოს ქვეშ, ერთი კოკორიც ორ რტოს ქვეშ; ასე ექვსივე რტოსთვის, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.
37:22მისი კოკრები და რტოები მისგანვე იყო ნაკეთები, მთლიანად ჭედური იყო ერთიანი ხალასი ოქროსი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 37:20
- ეკლესიასტე 12:5შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, - როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, -
- გამოსვლა 25:33სამი ნუშისებური ჯამი ერთ რტოზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებური ჯამი მეორე რტოზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.
- რიცხვთა 17:8მეორე დღეს, როცა მოსე შევიდა აღთქმის კარავში, აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამწიფდა ნუში.
- იერემია 1:11იყო უფლის სიტყვა ჩემ მიმართ ნათქვამი; რას ხედავ, იერემია? მივუგე: ნუშის რტოს ვხვდავ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 37
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში