
გამოსვლა 37:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორი ოქროს რგოლი მიამაგრა ქვემოდან სალტეს ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო.
გამოსვლა 37:27 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 37:27 კონტექსტში
37:25გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო ურთხელისგან: ერთი წყრთა სიგრძე ჰქონდა, ერთი წყრთა - სიგანე, ერთი წყრთა - სიმაღლე, მისგანვე იყო ნაკეთები მისი რქები.
37:26ხალასი ოქროთი მოჭედა იგი, მისი სახურავი, კედლები ირგვლივ და რქები; ოქროს გვირგვინი მოავლო გარშემო.
37:27ორი ოქროს რგოლი მიამაგრა ქვემოდან სალტეს ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო.
37:28დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.
37:29დაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, სუფთა საკმეველი, როგორც მენელსურნელენი ამზადებენ.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 37
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში