
გამოსვლა 4:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან თუ არა. უთხრა ითრომ მოსეს: მშვიდობით იარე.
გამოსვლა 4:18 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 4:18 კონტექსტში
4:16ის ილაპარაკებს ხალხთან შენ ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის.
4:17ხელში გეჭიროს ეგ კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.
4:18წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან თუ არა. უთხრა ითრომ მოსეს: მშვიდობით იარე.
4:19უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა.
4:20შესხა მოსემ სახედრებზე თავისი ცოლი და შვილები და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. ხელში დაიჭირა მოსემ ღვთიური კვერთხი.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 4:18
- გამოსვლა 3:1მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:1უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.
- შესაქმე 45:3უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგა შეეშინდათ მისი.
- მოციქულთა საქმენი 16:36დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით.
- მეფეთა ა 1:17მიუგო ელიმ და უთხრა: წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, რასაც მოითხოვ მისგან.
- ლუკას სახარება 7:50მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
- მოციქულთა საქმენი 15:36რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 4
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში