
გამოსვლა 4:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამცნო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც გამოგზავნა იგი, და ყველა სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა.
გამოსვლა 4:28 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 4:28 კონტექსტში
4:26გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე წინდაცვეთით.
4:27უთხრა უფალმა აარონს: წადი, შეეგებე უდაბნოში მოსეს. წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა.
4:28ამცნო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც გამოგზავნა იგი, და ყველა სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა.
4:29წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელიანთა უხუცესები.
4:30თქვა აარონმა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა უთხრა მოსეს. და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 4:28
- გამოსვლა 4:15ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე სიტყვები; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
- გამოსვლა 4:16ის ილაპარაკებს ხალხთან შენ ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის.
- გამოსვლა 4:8თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან.
- გამოსვლა 4:9თუ ამ ორ სასწაულზეც არ გერწმუნენ და არ შეისმინეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე. წყალი, რომელსაც ნილოსიდან ამოიღებ, სისხლად იქცევა ხმელეთზე.
- იონა 3:2ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.
- მათეს სახარება 21:29ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 4
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში