
გამოსვლა 5:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.
გამოსვლა 5:2 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 5:2 კონტექსტში
5:1მერე მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში.
5:2უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.
5:3უთხრეს: ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით.
5:4უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: რატომ აცდენთ, მოსე და აარონ, ხალხს საქმეს? წადით, შეუდექით თქვენს სამუშაოს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 5:2
- გამოსვლა 3:19ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ მაგარმა ხელმა არ აიძულა.
- იობი 21:15რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?
- რომაელთა მიმართ 1:28და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.
- იოანე 16:3ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:8რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას,
- ფსალმუნები 10:4გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
- ფსალმუნები 12:4მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
- ფსალმუნები 14:1ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 5
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში