
ეზექიელი 10:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დაიძრებოდნენ ქერუბიმები, ბორბლები მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ფრთებს გაშლიდნენ ქერუბიმები მიწიდან ასაწევად, არ ტრიალდებოდნენ ბორბლები მათი გვერდიდან.
ეზექიელი 10:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 10:16 კონტექსტში
10:14თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთის სახე ქერუბინის სახე იყო, მეორის სახე ადამიანის სახე იყო, მესამის სახე ლომის სახე იყო, მეოთხის სახე არწივის სახე იყო.
10:15აღიმართნენ ქერუბიმები; ესენი ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე.
10:16როცა დაიძრებოდნენ ქერუბიმები, ბორბლები მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ფრთებს გაშლიდნენ ქერუბიმები მიწიდან ასაწევად, არ ტრიალდებოდნენ ბორბლები მათი გვერდიდან.
10:17დადგომისას ისინიც იდგნენ, აწევისას ისინიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში.
10:18გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 10:16
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 10
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში