
ეზექიელი 10:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამიანის ხელისმაგვარი რამ უჩანდათ ქერუბიმებს ფრთებქვეშ.
ეზექიელი 10:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 10:8 კონტექსტში
10:6როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმთა შორისო, და ისიც შევიდა და ბორბალთან დადგა,
10:7მაშინ, გაიწოდა ხელი ერთმა ქერუბიმმა ქერუბიმთაგან ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმთა შორის იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გავიდა.
10:8ადამიანის ხელისმაგვარი რამ უჩანდათ ქერუბიმებს ფრთებქვეშ.
10:9ვიხილე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბიმთა გვერდით: ერთი ბორბალი ერთი ქერუბიმის გვერდით; თარშიშის ქვის მსგავსია ბორბლები.
10:10შესახედაობით ერთმანეთის მსგავსია ოთხივე ბორბალი, თითქოს ბორბალი ბორბალში იყოს ჩასმული.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 10:8
- ეზექიელი 1:8ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა.
- ეზექიელი 10:21თითოეულს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა და ოთხ-ოთხი ფრთა თითოეულს, და ადამიანის ხელისმაგვარი რამ ფრთებქვეშ.
- ესაია 6:6მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 10
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში