
ეზექიელი 11:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს?
ეზექიელი 11:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 11:13 კონტექსტში
11:11ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენც არ იქნებით მასში ხორცად; ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ,
11:12და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, ვის წესებზეც არ გივლიათ და ვის რჯულზეც არ მოქცეულხართ; იმ ხალხების რჯულზე იქცეოდით, თქვენს გარშემო რომ არიან!
11:13როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს?
11:14იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
11:15ადამის ძევ! თქვენი ძმები, ძმები არიან ისინი, თქვენი სისხლით ნათესავნი და მთელი ისრაელის სახლი მთლიანად, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მკვიდრნი: უფლისგან არიან განმდგარნი ეს ქვეყანა ჩვენ მოგვეცა სამკვიდროდო!
პარალელური ადგილები: ეზექიელი 11:13
- ეზექიელი 11:1ამიტაცა სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცია და დავინახე მათ შორის იაზანია ყაზურის ძე და ფელატიაჰუ ბენაიაჰუს ძე - ხალხის მთავრები.
- ეზექიელი 9:8როცა მათ გაავლეს მუსრი, მე კი გადავრჩი, პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვუთხარი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელ ნატამალს შენი რისხვის გადმოღვრით იერუსალიმზე?
- მოციქულთა საქმენი 5:5ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას.
- იერემია 28:15უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: მისმინე, ხანანია. უფალს არ მოუვლენიხარ და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.
- იერემია 28:17და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს.
- ფსალმუნები 119:120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
- იგავესნი 6:15ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.
- იესო ნავეს ძე 7:6შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 11
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში