
ეზექიელი 12:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეზექიელი 12:26 კონტექსტში
12:24რადგან არცერთი ხილვა ფუჭად არ ჩაივლის და არც მაცდუნებელი მისნობა ისრაელის სახლში;
12:25რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი ღმერთი.
12:26იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
12:27ადამის ძევ! აჰა, ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელიც მან იხილა, მალე არ ახდებაო; შორეული დროისთვის წინასწარმეტყველებსო.
12:28ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: არცერთი ჩემი სიტყვა მეტად აღარ გადაიდება; რა სიტყვაც არ უნდა ვთქვა, ახდება, ამბობს უფალი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 12
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში