
ეზექიელი 13:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: ვაი ცრუ-წინასწარმეტყველთ, რომლებიც საკუთარ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ!
ეზექიელი 13:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 13:3 კონტექსტში
13:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
13:2ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარძეტყველებზე და უთხარი საკუთარი ნებით გაწინასწარმეტყველებულთ; ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა.
13:3ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: ვაი ცრუ-წინასწარმეტყველთ, რომლებიც საკუთარ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ!
13:4ნაოხარ ადგილებში რომ მელიები არიან, იმას გვანან შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელო!
13:5ნუ გახვალთ ნანგრევებზე და ზღუდეს ნუ შემოავლებთ ისრაელის სახლს, რომ საბრძოლველად დადგეს უფლის დღეს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 13:3
- გლოვა იერემიასი 2:14შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ ცრუსა და მაცდუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის.
- იერემია 23:28წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი.
- იერემია 23:32აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი.
- ოსეა 9:7დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?
- იერემია 23:1ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი.
- იგავესნი 15:14გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზრდოობს.
- ეზექიელი 34:2ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები?
- ეზექიელი 13:6მათი ხილვები ფუჭია და მათი მისნობა სიცრუე; კი ამბობენ, უფალმა თქვაო, მაგრამ უფალს არ მოუვლენია ისინი; ირწმუნებიან, ახდებაო ჩვენი სიტყვა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 13
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში