
ეზექიელი 14:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,
ეზექიელი 14:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 14:17 კონტექსტში
14:15თუ სასტიკ მხეცებს მივუშვებდი ქვეყანაზე და გაატიალებდნენ, ისე გაუდაბურდებოდა, რომ მხეცების შიშით ვერავინ გაივლიდა იქ,
14:16ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაარჩენდა, ქვეყანა კი გაუდაბურდებოდა.
14:17თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,
14:18ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს, მხოლოდ თვითონ გადარჩებოდნენ.
14:19თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,
პარალელური ადგილები: ეზექიელი 14:17
- ლევიანი 26:25მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.
- ეზექიელი 21:3უთხარი ისრაელის მიწას, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მოვდივარ შენზე, ამოვიწვდი მახვილს ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან მართალს და ბოროტეულს.
- ეზექიელი 21:4რადგან უნდა მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტეული, ამიტომაც ამოიწვდება ჩემი მახვილი ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
- სოფონია 1:3ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცდუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 5:12შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება შენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო; მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
- ეზექიელი 25:13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და გავუწყვეტ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ: თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.
- იერემია 47:6ო, უფლის მახვილო! როდის დაცხრები? ჩაეგე ქარქაშში, დაწყნარდი და დადუმდი.
- ეზექიელი 14:13ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემ წინაშე და განმიდგება, ხელს მოვუღერებ და პურის კვერთხს გადავუმტვრევ, მოვუვლენ შიმშილს და გავუწყვეტ კაცსა და საქონელს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 14
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში