
ეზექიელი 14:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან, რომელსაც კერპები აქვს აღმართული თავის გულში და უკეთურება დაბრკოლებად უდევს წინ, მივა წინასწარმეტყველთან, როგორ მიიღებს პასუხს ჩემგან, უფლისგან, როცა თავის კერპთა სიმრავლითურთ არის მოსული,
ეზექიელი 14:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 14:4 კონტექსტში
14:2იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
14:3ადამის ძევ! ამ კაცებმა კერპები აღმართეს თავიანთ გულებში და თავიანთი უკეთურება დაბრკოლებად დაიდეს წინ; როგორ შემიძლია მათი კითხული ვიყო?
14:4ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან, რომელსაც კერპები აქვს აღმართული თავის გულში და უკეთურება დაბრკოლებად უდევს წინ, მივა წინასწარმეტყველთან, როგორ მიიღებს პასუხს ჩემგან, უფლისგან, როცა თავის კერპთა სიმრავლითურთ არის მოსული,
14:5რომ დაჭერილი იყოს ისრაელის სახლის გულები, რომლებიც გამიუცხოვდნენ თავიანთი კერპების მიზეზით?
14:6ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მობრუნდით და განერიდეთ თქვენს კერპებს და ყველა თქვენს სისაძაგლეს მოარიდეთ პირი;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 14:4
- ესაია 66:4მეც ავარჩევ მათთვის უბედურებებს და შიშისზარს მოვუვლენ მათ, რადგან ვეძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, სიავეს სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც არ მომწონდა, იმას ირჩევდნენ.
- ეზექიელი 14:7რადგან, თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან და მდგმურთაგან, რომელიც მდგმურობს ისრაელში, გამიუცხოვდება, აღმართავს კერპებს თავის გულში და უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ, წინასწარმეტყველთან მივა, რომ დამეკითხოს - მე, უფალმა, როგორ გავცე მას პასუხი?
- ესაია 3:11ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!
- ეზექიელი 3:17ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.
- ეზექიელი 3:21თუ შენ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.
- ეზექიელი 2:7უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
- ეზექიელი 3:4მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები;
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 14
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში