
ეზექიელი 16:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა!
ეზექიელი 16:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 16:20 კონტექსტში
16:18აიღე შენი მოქარგული სამოსელი და მათ გადააფარე, და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყვე.
16:19ჩემი პური, მე რომ მოგეცი, წმიდა ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც გამოგზარდე, მათ მიართვი ამოსაყნოსელად, ამბობს უფალი ღმერთი.
16:20წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა!
16:21შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად.
16:22ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 16:20
- ეზექიელი 23:37რადგან მრუშობდნენ და სისხლი ჰქონდათ ხელებზე; თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და შვილებსაც, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.
- იერემია 7:31ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია.
- ფსალმუნები 106:37შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
- ფსალმუნები 106:38დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
- ეზექიელი 20:31როცა მიგაქვთ თქვენი შესაწირავი, როცა ცეცხლში ატარებთ თქვენს შვილებს, თავს იუწმიდურებთ ყველა თქვენი კერპით დღევანდლამდე, და კიდევ გინდათ, რომ შეგეკითხვინოთ, ისრაელის სახლო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ შეგეკითხვინოთ.
- გამოსვლა 13:2წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.
- ეზექიელი 20:26გავაუწმიდურე ისინი შესაწირავებით, ყოველი პირველშობილის გატარებით ცეცხლში, რომ გამეჩანაგებინა ისინი, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ უფალი ვარ.
- ეზექიელი 16:21შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 16
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში