
ეზექიელი 16:50 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემ წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.
ეზექიელი 16:50 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 16:50 კონტექსტში
16:48ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ!
16:49აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.
16:50გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემ წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.
16:51სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინა შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.
16:52შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების მკიცხველო, შენი ცოდვების გამო, რამაც მათზე უფრო საძაგელი გაგხადა; შენზე უფრო მართლები არიან ისინი, შენ კი გრცხვენოდეს და იტვირთე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 16:50
- შესაქმე 18:20თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.
- შესაქმე 19:5დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ.
- შესაქმე 13:13ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
- შესაქმე 19:24აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
- იგავესნი 18:12შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
- მეორე სთვლისაება 23:17არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის.
- გამოცხადება 18:9იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს.
- რომაელთა მიმართ 1:26ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 16
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში