
ეზექიელი 18:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
ეზექიელი 18:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 18:17 კონტექსტში
18:15არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს,
18:16არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს,
18:17ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
18:18მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში,
18:19თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
პარალელური ადგილები: ეზექიელი 18:17
- ეზექიელი 18:8სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის,
- ეზექიელი 18:9ჩემი წესებით იქცევა, ჩემს სამართალს იცავს და მტკიცედ ასრულებს, ის არის მართალი კაცი და ჭეშმარიტად იცოცხლებს, ამბობს უფალი ღმერთი.
- ლევიანი 18:4ჩემი სამართალი აღასრულეთ და ჩემი წესები დაცავით, მათ მიჰყევით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- იგავესნი 14:31ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
- იობი 29:16გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;
- იგავესნი 29:7მართალმა იცის ღარიბ-ღატაკის სამართალი, ხოლო ბოროტეულს გაგება არა აქვს.
- იერემია 22:16დაჩაგრულისა და უპოვარის სამართალს განიკითხავდა, და სიკეთე იყო. განა ეს არ არის ჩემი ცოდნა? ამბობს უფალი.
- მათეს სახარება 18:27შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 18
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში