
ეზექიელი 18:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა,
ეზექიელი 18:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 18:5 კონტექსტში
18:3ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენ შორის ისრაელში!
18:4აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.
18:5თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა,
18:6არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და თავის მირეულ ცოლს არ ეკარება;
18:7არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 18:5
- ეზექიელი 33:14როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს,
- იოანეს ეპისტოლე ა 3:7შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი.
- იაკობის ეპისტოლე 1:22მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.
- იაკობის ეპისტოლე 1:25მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:29თუკი იცით, რომ მართალია, ისიც იცოდეთ, რომ მის მიერაა შობილი სიმართლის ყველა მოქმედი.
- ფსალმუნები 24:4ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
- ფსალმუნები 24:6ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! სელა.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:2იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 18
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში